18:53 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 11:30:14, 525 ნახვა

საზოგადოება
ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - გიგა ნიკოლეიშვილი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი - ლევან ღირსიაშვილი და სხვა მონაწილე უწყებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

"აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავდა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტების დროს ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე უწყებათაშორისი მზადყოფნის, კოორდინაციისა და რეაგირების შესაძლებლობების დემონსტრირებასა და შემდგომ გაძლიერებას. სწავლების ფარგლებში, სოფელი კრწანისის ტერიტორიაზე, საველე ვარჯიში გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.

სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა, ასევე, მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.

უწყებათაშორისი სწავლება გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში განხორციელდა.
პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics