|
2024-07-11 10:30:59, 430 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ ქედაში კალმახის საინკუბაციო საამქრო დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად, ქედაში, სოფელ წონიარისში მდებარე კალმახის საინკუბაციო საამქროში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საამქრო ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯს“ ეკუთვნის. "საქართველოს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევიწყოთ ხელი ამ პროცესს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა; პირველ რიგში, ეს იყო კანონის მიღება, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა; განვახორციელეთ არაერთი რეფორმა და რეგულაცია, რომლის შედეგადაც, დღისათვის, შეფერხებების გარეშე შეგვიძლია გავიტანოთ შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს; შემუშავებული გვაქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აკვაკულტურის განვითარების შესახებ, სადაც გაწერილია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რა ქმედებები და ღონისძიებები უნდა გატარდეს, რაც გავაცანით დარგის წარმომადგენლებს და ასოციაციებს და ველოდებით მათგან ქმედით წინადადებებს. სახელმწიფო მზადაა, მეწარმეებს მხარი დავუჭიროთ, რომ მომავალში ქვეყანაში წარმოება გაიზარდოს და სტანდარტები ევროპული მოთხოვნის შესაბამისი გახდეს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ თავმჯდომარის სოფო დიასამიძის განცხადებით, ქედაში არსებული საინკუბაციო საწარმო 2019 წელს შეიქმნა. "ასოციაციის მიზანია საქართველოში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და თევზსაშენი მეურნეობების რენტაბელობის მიღწევა ღირებულებათა ჯაჭვის სრული ციკლის გათვალისწინებით. საწარმოში წლის განმავლობაში იწარმოება დაახლოებით 1 მილიონი კალმახის მაღალი სელექციის და იმუნიტეტის მქონე ლიფსიტა, რომელიც შემდგომში ინაცვლებს ასოციაციის წევრი ფერმერების მეურნეობებში გამოსაზრდელად. ამ მიდგომით შესაძლებელი ხდება ფერმერების დანაკარგების 50%-იდან 5 %-მდე შემცირება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)