|
2024-07-10 12:40:29, 1028 ნახვა
რეგიონი
სალაშქრო ფესტივალზე 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა
სალაშქრო ფესტივალზე „ზღვიდან მთამდე“, რომელიც აჭარაში წელს პირველად გაიმართება, 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტებისა დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, მოლაშქრეები 45 კილომეტრიან მარშრუტს 5 დღეში დაფარავენ. „მარშრუტი 24 ივლისს ჩირუხის მთიდან დაიწყება და 28 ივლისს ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. ფესტივალის მონაწილეები სალაშქრო გამოცდილებისა და სალაშქრო აღჭურვილობის ფლობის მიხედვით შეირჩნენ. ისინი მოლაშქრე გიდებისა და ინსტრუქტორების დახმარებით გაივლიან მთიანი აჭარის ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთებს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბებს, ხიხანის ციხეს, ალპური ბაღსა და მწვანე ტბას. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს. ფესტივალის მონაწილეებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის გვერდზე https://infoajara.com/ka/hiking-festival გაიარეს. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა“, - აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)