|
2024-07-09 20:57:23, 431 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე - მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე
მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. კალაძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სიახლე არაფერია და ისინი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები არიან. „სიახლე არაფერია. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე. როგორ შეიძლება, ნულპროცენტიანმა ორმა პარტიამ, გაერთიანების შემთხვევაში, რაიმე შედეგს მიაღწიოს? ჩვეულებრივი „ლუზერები“ არიან. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს პოლიტიკური პარტიები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, თუმცა ყველას ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შესაბამის პასუხს გასცემს. „დღეს შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია და ის სუბიექტები, რომლებიც ამ მოძრაობაში იყვნენ, სხვადასხვა პოლიტიურ პარტიას წარმოადგენენ, მაგრამ მცდელობა აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ვითომ ახალი სახეები მოჰყავთ. რომ ჩამოვთვალოთ გვარებით, რომელი ერთია ახალი სახე? ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან - ზოგი შეიძლება პოლიტიკურ პარტიაში იყო, ზოგი სხვა მიმართულებით, მაგრამ იქიდან აზიანებდა ქვეყანას. ასე რომ, ერთნი არიან. როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც აანალიზებს, რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში, ამ რადიკალებთან გაერთიანდეს ან დაუჭიროს მხარი?! შეუძლებელია, წარმოუდგენელია. ისინი არიან მავნებლები, რადიკალები. როგორც ყოველთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ გასცემს პასუხს და მიუჩენს შესაბამის ადგილს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახალ გაერთიანებებს ქმნიან, წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ. „როგორ შეიძლება სიახლეზე ვისაუბროთ? შეხედეთ მათ სახეებს, ვინ არიან. გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც იყო და მეგონა, ვიღაცის გასვენება იყო. გულწრფელად ვამბობ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა რაიმეში წარმატებას მიაღწიონ? გადახედეთ მათ განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორ მოქმედებდნენ, რას აკეთებდნენ. ჩვეულებრივი მკვლელები არიან. თუ რაიმე უბედურება, სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და გააკეთოს, ყველაფრის მკადრებლები არიან. როგორ შეიძლება, პოლიტიკოსი გერქვას, გიყვარდეს შენი ქვეყანა და დარბოდე უცხოეთში, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ასოცირების ხელშეკრულება არ გააფორმოს, დაასანქცირონ და ა.შ. ჩვეულებრივი მავნებლები არიან და ყველა რადიკალი ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავისროლოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)