14:25 - 26 Jul, 2026
|
2024-07-09 13:47:00, 926 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - ჩვენ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე არ ვახორციელებთ
კრემლი კიევზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს თავს არ ესხმის. მისივე თქმით, თავდასხმა უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით განხორციელდა და არა - რუსულით. "ჩვენ არ ვახორციელებთ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე. თავდასხმა ხორციელდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ამა თუ იმ გზით კავშირშია კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალთან",- აცხადებს პესკოვი. შეგახსენებთ, რუსეთმა კიევზე თავდასხმა გუშინ, 8 ივლისს განახორციელა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, იერიშის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 117 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)