01:20 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 15:02:05, 458 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - დღეს გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებებს კამპანიისა და გამარჯვებისთვის - ჩვენი მიზანია, ოპოზიციურ ფრონტზე გაერთიანება მოხდეს

დღეს გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის და გამარჯვებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს გაერთიანება ოპოზიციურ ფრონტზე და ხელი შევუწყოთ ამ საერთო ფრონტის შექმნას ივანიშვილის დასამარცხებლად,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის დღევანდელ ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, საღამოს "მნიშვნელოვანი სიახლეების" შესახებ გახდება ცნობილი.

"ის, რაც შემიძლია გითხრათ რვა საათამდე, როდესაც გვაქვს ჩვენი პრეზენტაცია, რომელსაც ასევე ექნება ყრილობის კომპონენტი, სადაც გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის და გამარჯვებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარი არის ის, რომ მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება ოპოზიციურ ფრონტზე, რადგან ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნები აქცია ერთგვარ რეფერენდუმად და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სართო ფრონტის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ.

მესმის, რომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევა მთავარი ოპოზიციური გაერთიანება იმ არჩევნებში, რომელიც რეფერენდუმად აქცია ივანიშვილმა ევროპასა და რუსეთს შორის, თუმცა ბუნებრივია, გარკვეული სიახლე თავად ღონისძიებას უნდა ახლდეს. ამიტომ, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები და რაც მთავარია, ჩვენი მიზანია, ივანიშვილის დასამარცხებლად საერთო ფრონტის შექმნას ხელი შევუწყოთ",- აცხადებს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს 20:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობას გამართავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics