|
2024-07-07 15:35:18, 1092 ნახვა
რეგიონი
კასპის მე-3 საბავშვო ბაღს დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა
ქალაქ კასპის #3 საბავშვო ბაღს დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა. იუბილეს ესწრებოდნენ სხვადასხვა თაობის ყოფილი აღსაზრდელები, აღმზრდელები და მშობლები, რომლებმაც გაიხსენეს სწავლის და მუშაობის ეპიზოდები. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საბავშვო ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს იუბილე კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა მიულოცეს. "ვახტანგ მაისურაძემ საბავშვო ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს მადლობა გადაუხადა აღსაზრდელებზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობისთვის, წარმატება უსურვა და როგორც ყოველთვის მხარდაჭერა აღუთქვა. საბავშვო ბაღში, რომელსაც 12 წელია თეა ქუტაშვილი ხელმძღვანელობს, შექმნილია ყველა პირობა პატარების სკოლამდელი განათლების სათანადო გარემოში მიღებისათვის",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)