|
2024-07-05 14:03:36, 426 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რაც ქვეყნის ღალატის ტოლფასია
ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რაც ქვეყნის ღალატის ტოლფასია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება "უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები". "როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბუქარესტში, ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და მოითხოვს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედება, რომელიც ივანიშვილის პარტიის წევრებმა დააფიქსირეს ღია კენჭისყრაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. ამასთანავე, ამ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ იქნა სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. იმ რეზოლუციაში, რომელიც მიღებულ იქნა ბუქარესტში, არის მოწოდება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, გააუქმოს რუსული კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, შეწყვიტოს ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აქ ხაზგასმულია ის, რომ ამგვარი მოთხოვნა არაერთ სხვა საერთაშორისო რეზოლუციაში და ამ მოთხოვნას კიდევ ერთხელ აფიქსირებს ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი და ამ შემთხვევაში რეზოლუცია, რომელსაც ასევე უერთდება აშშ-ის დელეგაცია ეუთოში. რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები და მინდა გითხრათ, რომ ბუქარესტის სესიის მთავარი აქცენტი იყო სწორედ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტია, რომელიც მოხსენიებულია, როგორც რუსული ჰიბრიდული ოპერაცია ქართველი ხალხის ევროპული ნების წინააღმდეგ, მან ვერ შეძლოს დარღვევებით ვერცერთი ხმის მიტაცება და რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ იყოს მაქსიმალური მობილიზაცია და ამ არჩევნებზე იქნება უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც გახდება ხელისუფლების მშვიდობის ცვლილების საფუძველი 26 ოქტომბერს",- აცხადებს ბოკუჩავა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)