23:06 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 10:27:30, 415 ნახვა

მსოფლიო
კირ სტარმერი - ცვლილება ახლა იწყება

ცვლილება ახლა იწყება,- ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, კირ სტარმერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ, ეგზიტპოლის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. 

როგორც სტარმერმა აღნიშნა, "მსგავსი მანდატის ქონა დიდ პასუხისმგებლობას იწვევს".

"ამისთვის თქვენ ჩაატარეთ კამპანია, იბრძოლეთ, მიეცით ხმა. ცვლილება ახლა იწყება. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი გრძნობაა. შეცვლილი "ლეიბორისტული პარტია“ მზად არის, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას...

ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკა საჯარო სამსახურში, ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ძალა",- თქვა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ სტარმერს არჩევნებში გამარჯვება დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტმა, რიში სუნაკმა უკვე მიულოცა.

შეგახსენებთ, "კონსერვატორების" 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლის მიხედვით, "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა. თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში "ლეიბორისტები" 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი, მათი ლიდერი კირ სტარმერი გახდება. რაც შეეხება "კონსერვატორებს, მათი რაოდენობა 131 დეპუტატამდე შემცირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics