13:03 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-04 09:46:28, 402 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვა - „სუ-25“-ის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი "სუ-25"-ის ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა. ამის შესახებ თავდაცვის უწყება განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს განცხადების თანახმად, გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები.

მათივე ინფორმაციით, დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.

"ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მტკიცებულებების შესაგროვებლად შესაბამისი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება. შედეგად, ნანახი და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი.

გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები. მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, 
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, გრძელდება საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები გენერალური პროკურატურის ზედამხედველობით. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 401-ე მუხლით. 

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს",- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, "სუ-25" -ის ტიპის საფრენი აპარატი ქვემო ქართლში 2 ივლისს ჩამოვარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics