|
2024-07-02 16:40:26, 1079 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში მცხოვრებ უხუცეს ფატყუმ კაკალაძეს ასი წელი შეუსრულდა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში მცხოვრებ ფატყუმ კაკალაძეს ასი წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საუკუნის ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ მიულოცა და დღეგრძელობა უსურვა. “უხუცეს ქალბატონს - 9 შვილი, 27 შვილიშვილი, 94 შვილთაშვილი, 34 შვილთაშვილის შვილი და 1 შვილთაშვილის შვილის შვილი. სულ 150 -ზე მეტი შთამომავალი ჰყავს. როგორც მრავალშვილიან დედას, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ომისა და შრომის ვეტერანის წოდება.
ომარ ტაკიძესთან ერთად, იუბილე საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარალამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
დღეის მდგომარეობით, შუახევში 100 წელს გადაცილებული 10 მოქალაქე ცხოვრობს“,- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)