|
2024-07-02 12:28:31, 295 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკული გამოფენა გაიმართება
4-5 ივლისს, თბილისში, ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, Greda-ს და Invest In Network-ის თანაორგანიზებითა და „თიბისის“ სპონსორობით, საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი (Georgia Energy Exhibition and Forum - GEEF 2024) გაიმართება, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი. გამოფენის მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებას, მეორეს მხრივ კი იქცეს საუკეთესო პლათფორმად ახალი პროდუქტების, თუ პროექტების ცნობადობის გასაზრდელად. საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში შეკრებს სექტორის ყველა წარმომადგენელს საქართველოდან და პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფორუმზე ხუთ ძირითადი თემის გარშემო გაიმართება დისკუსია: • 360 გრადუსიანი პერსპექტივა: საქართველო მწვანე ენერგიაზე გადასვლის გზაზე; • განახლებადი ენერგიის ფინანსირების შესაძლებლობები; • მზის ფოტოვოლტაიკური სისტემებისა და შენახვის საწყისი ნაბიჯები; • ქარის ენერგიის წარმატების მასშტაბირება; • ჰიდროენერგიის პოტენციალის მაქსიმიზაცია. ფორუმს ეყოლება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სპიკერები, სახელმწიფო სექტორიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და კერძო კომპანიებიდან (GEDF, ESCO, EBRD, GRPH, Masdar და სხვა). გამოფენის მონაწილეები იქნებიან, როგორც მსხვილი, ისე შედარებით ახალი და მცირე ზომის კომპანიები. პრიორიტეტულად გამოკვეთილია მზის ენერგიის მიმართულება, თუმცა საინტერესო კომპანიები იქნებიან წარმოდგენილები ჰიდროს და ქარის მიმართულებითაც, მაგალითად - კომპანიები: Shine Energy, Rey Energy, Intellcom-group, Copter Tech, Enovus Frosio Next , Ecoville Georgia, Geo Energy, CINK Hydro-Energy, Shtigen, Parvus Consulting , Step Energy, VDC და სხვა. ღონისძიების შესახებ მეტი დეტალის გასაგებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.energyexpo.ge
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)