|
2024-06-28 21:33:25, 842 ნახვა
რეგიონი
შუახევის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების მეექვსე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა
შუახევის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების მეექვსე მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით -,, სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შუახევის მერიის ცნობით, კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.
"კონფერენციაში მონაწილეობდა 150 პედაგოგი, მათ შორის მოხსენებები სხვადსხვა საგნებში წარმოადგინა 64- მა. კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის, პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რესურსცენტრის თანამშრომლები, საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ. კონფერენცია ჩატარდა რესურსცენტრის ორგანიზებით, შუახევის მერიისა და პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის დაფინანსებით. მხარდამჭერები:-აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)