16:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-27 15:58:55, 278 ნახვა

მუხიანში, ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუხიანში,ლაგურაშვილის  N3-5 კორპუსებთან  სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის გამგეობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ფიტნეს ზონა,  დაირგვება 150-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

"სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 420 834  ლარი არის გათვალისწინებული.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics