18:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-25 12:46:49, 272 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ რიგით 22-ე იდეათეკა სოფელ ქედაში გაიხსნა

"საქართველოს ბანკი" განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლის 12 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეზე.

"საქართველოს ბანკის" იდეათეკაში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაში განთავსებული 2000-ზე მეტი წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით, იდეათეკაში მოწყობილი STEM კუთხით, სადაც ეცნობიან მომავლის პროფესიების საფუძვლებსა და STEM მეცნიერების ბაზისებს.

ინიციატივის ფარგლებში, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომის გასაზრდელად რიგით 22-ე იდეათეკა ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში გაიხსნა და 500-მდე მოსწავლისთვის შექმნა სწავლის, შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობა.

„საქართველოს ბანკში" კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა და გვჯერა, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა "საქართველოს ბანკის" იდეათეკებია, რომელიც საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სკოლებში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას ისახავს მიზნად, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად შეიმეცნონ რაღაც ახალი და შეიქმნან ბაზისი მომავალი კარიერული თუ პიროვნული განვითარებისთვის. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონში უკვე ფუნქციონირებს 22 იდეათეკა, რომელიც 12 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკის" იდეათეკები ფუნქციონირებს ხურვალეთში, დიცში, თბილისში, ფოთში, პანკისში, ზემო ნიქოზში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ჯვარში, ჩოხატაურში, ნაბეღლავში, ერისიმედში, ლამბალოში, უდაბნოში, საბათლოში, ზუგდიდში, შინდისში, მუხრანში, ბოლნისში, ახალციხესა და ქედაში. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics