18:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-22 14:53:42, 296 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა

ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ახალი შენობა დაათვალიერა. იგი სამუშაო პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შენობა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. ახალ ოფისში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების 129 თანამშრომელი განთავსდება. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს მოიცავს.

მინისტრის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი სამინისტროს სისტემაში, რომლის მთავარი ამოცანაა ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვა, გარემოზე ზიანის მიყენების პრევენცია და კონტროლი. შესაბამისად, ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ, რომ ეს სამსახური მაქსიმალურად გავაძლიეროთ, თანამშრომლები უზრუნველყოფილი იყვნენ ყველ საჭირო აღჭურვილობით, ტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, იმისთვის, რომ სათანადოდ განახორციელონ მათზე დაკისრებული ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და ამ კუთხითაც აქტიურად ვმუშაობთ. ამის მაგალითია ქუთაისში გახსნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების ოფისი. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა რეგიონში ასეთი ტიპის ოფისები უნდა გვქონდეს და ამას ძალიან მალე დავასრულებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ახალ შენობაში, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics