18:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 21:46:15, 400 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა - მომხდარზე 3 პირია დაკავებული

თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე 3 პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მოქალაქე ანა კომლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდას ე.წ. უბნის მაყურებლებმა სცემეს, შემთხვევა კი ერთი კვირის წინ მოხდა.

"უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი კვირა გავიარეთ. ჩემი შვილების მეგობარი მოგვიკლეს ქუჩაში ავაზაკებმა. ცემით მოკლეს!!!

ჩვენ უბნის მაყურებლები ვართო უთხრეს ნაძირალებმა. ჩვენ ბიჭს უთქვამს რაღა დროს უბნის მაყურებლებიაო და ცემით მოკლეს.

ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ერთი კვირის თავზე დაგვეღუპა ჩვენი ბიჭი ღმერთოოო... როგორ გავუძლოო როგორ", - წერს მოქალაქე ანა კომლაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics