|
2015-02-12 15:56:48, 3862 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართველი მეთაური წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვეს
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მორიგი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის არმიის ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერ"-ის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მაიკლ ჯეიმსმა 51-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაურის მოადგილის, გენერალ-მაიორ ჯონ მიურეის სახელით კი ვიცე-პოლკოვნიკ კობა გრიგოლიასა და 51-ე ბატალიონის მთავარ სერჟანტს ომარ ბორტიშვილს ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში 2014 წლის შემოდგომიდან მსახურობს. ქართველი სამხედროები, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა მაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)