02:59 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 13:42:05, 402 ნახვა

მსოფლიო
საგარეო უწყება - სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთის რესპუბლიკა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთი შეუერთდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. 

"სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად გმობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დამიზნებას, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობას, შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას, დატყვევებას და უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს მათი უპირობოდ გათავისუფლების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. უფრო მეტიც, სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით, ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის ხანგრძლივი შერიგების დამყარებით. სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პალესტინის საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას და მომხრე ვართ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის "ორი სახელმწიფოს" პრინციპით მოგვარების. დარწმუნებულები ვართ, ეს არის ერთადერთი გზა პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის თავიანთი ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზებისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი ერთგულების დადასტურებით, სომხეთის რესპუბლიკა ცნობს პალესტინის სახელმწიფოს",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics