|
2024-06-21 10:45:30, 392 ნახვა
პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს
ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს,- ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა. როგორც "ამერიკის ხმა" იტყობინება, შაჰინმა ასევე თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, საპასუხო ზომების გარეშე არ დარჩება. "გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ [საქართველოს] ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, "ქართულ ოცნებას", რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება... როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი სამხედრო ურთიერთობა, მას შემდეგ რაც [საქართველომ] დამოუკიდებლობა მოიპოვა. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ამ სამხედრო ურთიერთობებზეც",- თქვა შაჰინმა. სენატორის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, "რეალურად არის შექმნილი იმის მიხედვით, რაც რუსეთმა გააკეთა". მისივე თქმით, აღნიშნული კანონის ფარგლებში, საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობა, ასევე ამერიკული "ენ-დი-აის" (NDI) და "აი-არ-აის" (IRI) მუშაობა შეუძლებელი გახდება. "ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენივე "ეროვნულ-დემოკრატიულ ინსიტუტსა" და "საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს", რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ფარგლებში, ისინი ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ასე რომ, [ჩვენს მიერ წარდგენილი კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში",- აღნიშნავს შაჰინი. "დემოკრატი" სენატორი აქვე განმარტავს, რომ ვაშინგტონის საპასუხო ზომებს ოფიციალური თბილისი უახლოეს პერიოდში იგრძნობს და ეს არ იქნება კარგი "საქართველოს ლიდერებისთვის". "იმედი გვაქვს, ეს ძალიან, ძალიან ძლიერი გზავნილი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დადგება შედეგები იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გავლენას მოახდენს დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებიდან და ისეთ გავლენას იქონიებს ურთიერთობებზე, რაც [საქართველოს] ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება, მით უმეტეს, როცა მათი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას თვალი დასავლეთისკენ უჭირავს; სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი; იყურება ნატოსკენ და ძალზე დადებითადაა განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ",- ამბობს სენატორი, რომელიც სენატში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის, სახელწოდებით "ქართველი ხალხის აქტი" სპონსორია. ინიციატივას ამ დროისთვის 6 სენატორი აწერს ხელს: სენატორი ჯიმ რიში "რესპუბლიკური პარტიიდან"; სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და "დემოკრატიული პარტიის" წევრი ბენ კარდინი; სენატორი "რესპუბლიკური პარტიიდან" პიტ რიკეტსი; სენატორი ლინდსი გრემი "რესპუბლიკური პარტიიდან"; სენატორი კრის კუნსი "დემოკრატიული პარტიიდან" და სენატორი რიჩარდ დურბილი "დემოკრატიული პარტიიდან".
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)