2024-06-21 09:38:56, 419 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე“ მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა
თბილისში, მეტროსადგურ "ვაჟა-ფშაველაზე" მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" დაუდასტურეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრი უკვე ამოიყვანეს და ის სასწრაფო დახმარების ჯგუფს სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.
რაც შეეხება მგზავრს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,