2024-06-20 13:44:42, 437 ნახვა
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სააგენტოს ცნობით, 20 ივნისიდან 22 ივნისამდე, საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
ავტორი: ექსპრესნიუსი,