|
2024-06-20 13:27:15, 434 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს
ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან ანაკლიის პორტის პროექტთან დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. დავითაშვილის თქმით, "ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი თანამშრომლობს სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ ჩვენ ამ პორტის მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული და კომერციული ინტერესები". "სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი დიალოგი, უშუალოდ მეც ვარ ჩართული ამ პროცესში და მათ აქვთ სრული ინფორმაცია ანაკლიის პორტის პროექტზე. იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე იყო საუბარი, გვყავს მეორე კომპანიაც კონსორციუმში - China Harbour Investment, ასევე რამდენიმე ქვეკონტრაქტორი და აგრეთვე მოიაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი, მაღალი რეპუტაციის, მათ შორის, ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა - ზოგადად, ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი თანამშრომლობს სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ ჩვენ ამ პორტის მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული და კომერციული ინტერესები... სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება დიალოგს, რომ დაზუსტდეს ის საკითხები, რომელზეც მე მქონდა საუბარი, მათ შორის, საჯაროდაც იმისთვის, რომ კონსორციუმისგან მიღებული წინადადებები სრულად შესაბამისობაში იყოს ჩვენს სატენდერო მოთხოვნებთან. თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და შეთანხმებაზე მუშაობას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა ანაკლიაში საზღვაო სამუშაოების დაწყებაზეც გააკეთა განმარტება და თქვა, რომ ბელგიური საერთაშორისო-საინჟინრო კომპანია, რომელიც სამშენებლო ნაწილში არის სახელმწიფოს კონსულტანტი, აზუსტებს დეტალებს, რასაც დაახლოებით, ერთი ან ორი კვირა ესაჭიროება. "ანაკლიის პორტის პროქტის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა და ბუნებრივია, გვსურს, რომ ხარისხიანი შედეგი დაიდოს ორივე მიმართულებით", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)