|
2024-06-18 11:18:19, 512 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მუნიციპალიტეტი მზადაა, დავეხმაროთ GWP-ის, რათა თბილისის მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეს წყლის მიწოდება
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) გენერალურ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს, გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად თბილისში შექმნილ წყალმომარაგების პრობლემებზე და მათი ინტენსიურ რეჟიმში მოგვარების გეგმაზე ისაუბრეს. თბილისის მერმა კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში ჰქონდეთ და საზოგადოებას დაზიანების აღდგენის, ასევე, წყალმომარაგების პროცესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. „მნიშვნელოვანია, დედაქალაქში სწრაფად აღდგეს წყალმომარაგება, იქამდე კი მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია წყლის მიწოდების გრაფიკზე. მუნიციპალიტეტი მზადაა, დავეხმაროთ GWP-ის, ტექნიკა იქნება თუ სხვა რამ, რათა თბილისის მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეს წყლის მიწოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერიის ინფორმაციით, GWP-ის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერს დეტალური ინფორმაცია მოაწოდეს თბილისში შექმნილი წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად ამჟამად მიმდინარე სამუშაოებზე. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და უკვე არსებული გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში, 63 000 აბონენტთან დაწესებულია წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმი - გარდა ამისა, უკვე მობილიზებულია საკმარისი რაოდენობის ავტოცისტერნები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება. ირაკლი ბენდელიანის თქმით კი, დედაქალაქში წყალმომარაგების სრულად აღსადგენად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება. „დედაქალაქის მერთან ერთად გვქონდა კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესებია, რამაც დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალი. ბუნებრივია, თავიდანვე, ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა კომპანიის მხრიდან, საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24-სათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 63 000 აბონენტია, ვისაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. ეს 63 000 აბონენტი, მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე გრაფიკით მიიღებს სასმელ წყალს. დაახლოებით, ეს ვადა დასჭირდება დაზიანების აღმოფხვრას“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)