2024-06-17 14:11:36, 480 ნახვა
საზოგადოება
აქტივისტი დავით დანელია - ლერი დარჯანიას დახვდნენ „ოცნების“ „ტიტუშკები“ - დაახლოებით, 7 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა
სამოქალაქო აქტივისტ დავით დანელიას ინფორმაციით, მოქალაქე ლერი დარჯანიაზე თავდასხმა განხორციელდა.
როგორც დანელია სოციალურ ქსელში წერს, დარჯანიას ფიზიკურად 7 პირი გაუსწორდა.
"დღეს, დილით 8 საათისთვის ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს, ლერი დარჯანიას დახვდნენ "ოცნების" "ტიტუშკები", დაახლოებით, 7 კაცი და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პოლიტიკური ანგარიშსწორებები არ მთავრდება "ქართული ოცნების" მხრიდან… ლერი მოჭიდავეა - იცოდნენ, 1 და 2 "ქოცი" "ტურა" ვერ მოერეოდა. ლერი კარგად იქნება, მაგრამ 26 ოქტომბერს, ამაზე ყველა მკაცრ პასუხს მიიღებს!" - წერს სამოქალაქო აქტივისტი "ფეისბუქის" გვერდზე და ფოტომასალასაც აქვეყნებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,