22:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 12:27:43, 400 ნახვა

საზოგადოება
„გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2024“ დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, "გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2024" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, ტურნირში რაიონის მცხოვრებლებით დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა.

“საპრიზო ადგილზე გასული გუნდების თითოეულ წევრს მედლები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ტურნირი ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით (პლეი-ოფებით) გაგრძელდა. თამაშები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 9 დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

პირველობა გუნდმა ,, ც“ მოიპოვა, მეორეადგილი ,,ოლსტარმა“, მესამე ადგილიკი ,,კსუ“-მ დაიკავა. ტურნირის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: საუკეთესო მეკარე - ლუკა ჩიქოვანი; ტურნირის ბომბარდირი - ბადრი გოგობერიშვილი; საუკეთესო ფეხბურთელი - ლევან პაპავა.

ჩემპიონატს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დაესწრო, გამარჯვებულებს მედლები, თასები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. აღნიშნული ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და დამკვიდრებას ისახავს მიზნად”, - აღნიშნულია გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics