|
2024-06-14 20:27:46, 337 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილესთან ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს კლერ ოლბლესს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ბრიტანეთიდან პირდაპირი ავიაფრენების დაწყების შესაძლებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველო აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანულ ავიაკომპანიებთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიმართულებით. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს საავიაციო სექტორი ზრდადი დინამიკით ხასიათდება, კერძოდ, ყოველწლიურად მატულობს მგზავრთნაკადი, რეკორდულია ქვეყანაში შესრულებული ფრენების რაოდენობა და მიმართულებები, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება როგორც ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკაზე, ისე ტურიზმის სექტორიდან ეკონომიკაში მობილიზებულ შემოსავალზე, რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მაჩვენებელი - 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. „ჩვენ ოპტიმისტურად ვაფასებთ ბრიტანეთიდან პირდაპირი ავიარეისების დაწყებას. ჩვენთვის ბრიტანეთი მნიშვნელოვანი საავიაციო და ტურისტული ბაზარია. დარწმუნებული ვართ, რომ პირდაპირი ფრენების დაწყება მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოში. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების პარალელურად, ჩვენ ვსწავლობთ ბრიტანეთის ბაზარს, რათა განვახორციელოთ აქტიური მარკეტინგული კამპანიები საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზების მიზნით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. შეხვედრის დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიაფრენების დაწყების მიმართულებით მიმდინარე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება, რაც ორივე ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)