01:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 19:39:51, 334 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ ინიციატივით, გაიმართა მარკის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება

"საქართველოს ფოსტის" ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით,  გაიმართა მარკის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.

"საქართველოს ფოსტის" ცნობით, ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ფეხბურთის  ფედერაციის აღმასკომის წევრმა გოჩა ჯამარაულმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფეხბურთელი ვეტერანები და საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები.

"ღონისძიების ფარგლებში, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ,  გოჩა ჯამარაულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისადმი  მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.

ქართული მარკა მიმოქცევაშია 2024 წლის 12 ივნისიდან და ხელმისაწვდომია "საქართველოს ფოსტის" 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 40.000 ერთეული", - ნათქვამია "საქართველოს ფოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics