02:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 13:26:38, 316 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დენისა საკოვა, ფინანსთა მინისტრი ლადისლავ კამენიცკი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პიტერ კაჟიმირი, „ექსიმ ბანკის" გენერალურ დირექტორი რასტისცლავ პოდჰორეცი, სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მატუშ ბუშოვსკი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

"ლაშა ხუციშვილმა სლოვაკეთის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხდა სლოვაკეთის მიერ  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. მან დელეგაციის წევრებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები.

თავის მხრივ სტუმრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პარტნიორობის დიდ პოტენციალს და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ ძალისხმევა ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics