02:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 11:02:21, 324 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლის რუსთავის ფილიალში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დროებითი ფილიალი ამოქმედდა

იუსტიციის სახლის რუსთავის ფილიალში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო - მომხმარებლისთვის სერვისის უწყვეტად მიწოდების მიზნით კი, რუსთავის იუსტიციის სახლის დროებითი ფილიალი ამოქმედდა. ამის შესახებ იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სარემონტო სამუშაოების შედეგად სრულად განახლდება მომსახურების სივრცე, სერვისების მიწოდების ხარისხის გაზრდის მიზნით, შეიცვლება სივრცის დაგეგმარება, გაფართოვდება მომსახურების დარბაზი და გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადის მართვა, რაც ხელს შეუწყობს ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.

"სარემონტო სამუშაოების პარალელურად, მომხმარებლისთვის სერვისის უწყვეტად მიწოდების მიზნით, რუსთავის იუსტიციის სახლის დროებითი ფილიალი ამოქმედდა. სასურველი სერვისის მისაღებად, მომხმარებლებმა იუსტიციის სახლის ფილიალს უნდა მიმართონ მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი, №89 („რუსთავი მოლის" შენობა). 500-ზე მეტი სერვისის მიღება მომხმარებელს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლება. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, რუსთავში, მეგობრობის გამზირის №29-ში მდებარე ფილიალი არ იმუშავებს.

მომსახურების სივრცის განახლება, უკანასკნელი წლების განმავლობაში, იუსტიციის სახლის სერვისების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. მოქალაქეთა მაღალხარისხიანი მომსახურება და მათ საჭიროებებზე ზრუნვა იუსტიციის სამინისტროს უცვლელი პრიორიტეტია. უწყება მუდმივად მუშაობს სახელმწიფო თუ კერძო სერვისების მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე",- ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics