03:53 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 09:59:36, 365 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ისაუბრეს, რომელიც სრულად 2025 წლიდან ამოქმედდება. 

„სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი კანონმდებლობით, სისხლის დონაცია, უანგარობის პრინციპს დაეფუძნება.  მთავარი მიზანი კი, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, რისი ვალდებულებაც საქართველოს, ასოცირების შეთანხმებით აქვს.

შეხვედრაზე, დარგში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა რათა, პაციენტთა უფლებები და უსაფრთხოება იყოს დაცული. 

სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მისასალმებელია უანგარო დონაციის პრინციპის ამოქმედება. მათი განმარტებით, მნიშვნელოვანია პროცესში, როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ისე - მოქალაქეების აქტიური ჩართულობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამია და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics