02:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 11:05:22, 292 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პანელური დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

"მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქათველოში, ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს.  გამოწვევად დასახელდა ჯანდაცვის სპეციალისტების, განსაკუთრებით ექთნების დეფიციტი.  ყურადღება გამახვილდა DRG დაფინანსების მოდელზე და მის მნიშვნელობაზე.

სექტორის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ გატარებულმა რეფორმებმა, რეანიმაციისა და ქირურგიის სტანდარტის ამოქმედებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სექტორში ხარისხის გაუმჯობესებას.

შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა გაგრძელდება. 

პანელურ დისკუსიაში, მინისტრთან ერთად, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გოგია მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა - Business Insider Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ირინე წაქაძემ და თეა გიორგაძემ, ასევე საჯარო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics