06:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-08 17:19:53, 396 ნახვა

სწავლება - „გელათი 2024“ დასრულდა

სწავლება - „გელათი 2024“ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის “ალფა” ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.

"სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფს მხარს უჭერდა “დანა” ბატარეა, 120მმ-იანი ნაღმმტყორცნების ჯგუფი, სატანკო ასეული, ასევე, საინჟინრო, ჰაერსაწინააღმდეგო და სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფი.

სწავლების მიზანი ოპერაციის რაიონში მანევრის, ცეცხლისა და ძლიერი საინჟინრო ეფექტების ინტეგრირებით საკვანძო ადგილმდებარეობის შენარჩუნება იყო.
სწავლების დასრულების შემდეგ, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა, „გელათი 2024“ ის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიგელები გადასცა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics