03:50 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 10:52:48, 297 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და კავკსასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის REC Caucasus) აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფო ახობაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევის, კონსერვაციის და გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობას, ასევე, ტყის მდგრადი მართვისა და ტყის ეკოსისტემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

„კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოს  დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო გააღრმავებს და პრატქიკულს გახდის არსებულ თანამშრომლობას ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეკოსისტემის და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენისა და კონსერვაციის საკითხებში დაგეგმილი გვაქვს ერთობლივ პროექტების განხორციელება“, - აღნიშნა  ეროვნული სატყეო სააგნეტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics