12:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 11:29:45, 344 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ ტექსკოლის ერთი წელი

ტექსკოლა "თიბისის" საგანმანათლებლო ინიციატივაა. აქ, მთელი საქართველოდან მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და იძენენ უნარებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.  

"თიბისიმ", 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის. 

ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ სამ თვიანი კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც "თიბისი" სთავაზობს ტექსკოლის მონაწილეებს.

"თიბისიმ" ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით დააარსა და მას უკვე, მთელი საქართველოდან 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზაფხულის ნაკადის მონაწილეთა 15%-მა, წინა სემესტრებში, უკვე გაიარა ტექსკოლის სხვადასხვა კურსი და ტექნოლოგიების სხვა მიმართულების კურსებს აქვე ეუფლება. 

სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, "თიბისი", ყოველთვის ზრუნავდა განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. 2023 წელს კი ახალი თაობის შთაგონება, მათი მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა "თიბისის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად იქცა. "თიბისი", არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივის განხორციელებით, მომავალშიც გააგრძელებს ახალი თაობის აქტიურ მხარდაჭერას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics