12:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 09:50:43, 499 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - განვაცხადეთ, რომ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას - არსებობს პოლიტიკური შედეგები და არამხოლოდ რიტორიკა

არა უმეტეს ორი კვირის წინ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოში მიღებული კანონის გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას - არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არამხოლოდ რიტორიკა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

როგორც მილერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, გადახედვას ექვემდებარება მათ შორის ფინანსური დახმარება საქართველოს მიმართ.

"საუბარია 390 მილიონ დოლარზე, რომელიც საქართველოს გასულ წლებში გადავეცით დახმარების სახით და ამის გადახედვა მიდის. საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ. აღნიშნულს ვსწავლობთ, როგორ და როდის უნდა განვახორციელოთ. ასე რომ, თქვენ ჩვენგან უფრო მეტს გაიგებთ, მაგრამ დღეს არა...

საბოლოო ჯამში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აანალიზებს სხვების მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში ამზადებენ და ეს ხდება სააგენტოების წარმომადგენელ კოლეგებთან კონსულტაციის საფუძველზე, სახელმწიფო მდივანი ამ კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას“,- განაცხადა მილერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics