|
2024-06-05 14:30:39, 328 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სოციალური კაფე „სოციუმი“ გელოდებათ
ბათუმში, რამდენიმე თვეა რაც სოციალური კაფე „სოციუმი“ გაიხსნა. კაფე სოციალური საწარმო მეწარმეთა განვითარების ცენტრის მიერ შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" ფარგლებში. „სოციუმი“ მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ფუნქციონირებს კაფე, მაღაზია და ტრენინგ ცენტრი. „სოციუმი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურეობას სთავაზობს. აქ მისულ ადამიანებს შეუძლიათ დააგემოვნონ კაფეს მენიუ ან შეიძინონ ნატურალური, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ეკო-მეგობრული სუვენირები და ნაკეთობები, ხელოვნების ნიმუშები. ასევე, ადგილზე მისულ მომხმარებლებს შეუძლიათ, მეწარმეთა უნარების განვითარების მიზნით, დაჯავშნონ სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის, ტრენინგებისთვის, პრეზენტაციებისთვის, ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები, მასტერკლასები და სხვა ღონისძიებები. „სოციუმში“ ვიზიტით და მის გუნდთან თანამშრომლობით, თქვენ შეიტანთ საკუთარ წვლილს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების და პოპულარიზაციის საქმეში. გაიგეთ უფრო მეტი „სოციუმის“ შესახებ: https://www.facebook.com/cafeSocium/. 24 მაისს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მასთან არსებული ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი 2024 ჩატარდა, სადაც ნომინაციაში “სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში” ეკატერინე თარგამაძემ გაიმარჯვა, რომელიც სოციალური კაფე “სოციუმის” თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ფორუმი "თიბისი" ბიზნესის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში საქართველოს მასშტაბით 200-მდე დელეგატი მონაწილეობდა. ფორუმის მიზანი იყო: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ქალი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბიზნესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და საქმიანი კონტაქტების დამყარება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)