06:11 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 11:49:04, 612 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - ზელენსკი 7 ივნისს მაკრონს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაკრონი ზელენსკის ელისეის სასახლეში შეხვდება, რათა განიხილოს „უკრაინის საჭიროებები“ რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე.

„იმ დროს, როდესაც რუსეთის თავდასხმები სტაბილურად ძლიერდება ფრონტის ხაზზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, 2 პრეზიდენტი განიხილავს ადგილზე არსებულ სიტუაციას და უკრაინის საჭიროებებს“, - წერს მედია.

მათივე ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, დისკუსიები „უკრაინის მხარდასაჭერი კონფერენციის“ გაგრძელებაზეც იქნება.

გარდა ამისა, როგორც მედია აღნიშნავს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა მიუხედავად ზოგიერთი მოკავშირის შეშფოთებისა და რუსეთის კრიტიკისა, შესაძლოა, მალე სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნოს უკრაინაში. დადასტურებულია, რომ პარიზმა, შესაძლოა, ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამ კვირის ბოლოს, ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადოს.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის შესახებ გასულ კვირას გამოაცხადა, თუმცა უკრაინულ მხარეს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics