|
2024-06-04 14:41:49, 371 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს
სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების მიზეზი არ არსებობს. „სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია. საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ დასანქცირება იყოს საჭიროა. თუ საუბარი იმაზეა, რატომ მივიღეთ კანონი, პარლამენტი იმისთვის არის და მოსახლეობის უმრავლესობამ იმიტომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, რომ მისი პირდაპირი ვალდებულებაა კანონები მიიღოს, გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესი, ეროვნული ინტერესი და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ზოგადად, გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეუძლებელია ეს ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც კალაძე აღნიშნავს, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ ელექტრონული ფოსტით წერილების მიღების თაობაზე. „ტყუილია. არ არის სწორი ინფორმაცია. ატყუებთ ხალხს, სპეკულირებთ. არანაირად სიმართლეს არ შეეფერება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება, არანაირი არგუმენტი არ არსებობს. პირიქით, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გავაღრმავოთ ურთიერთობები, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა, იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენი გზა არის ევროპა და ევროპული მომავალი. თუკი რაიმე წარმატება გვაქვს ამ გზაზე, არის ჩვენი ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამსახურება და რა თქმა უნდა, ამ შემართებით და სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას. ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დასანქცირდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კალაძის თქმით, "შანტაჟი მიმდინარეობდა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ყველა პარამეტრით აკმაყოფილებდა მოთხოვნებს". „ხალხს უთხრეს, რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. ეს იყო შანტაჟი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, დაპირისპირება მომხდარიყო ხელისუფლების მხარდამჭერებსა და სხვა, უმცირესობაში მყოფი ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. მოცემულია 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ზედმიწევნით იქნება შესრულებული და ბურთი იქნება მათ მხარეს. შესაბამისად, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. თუ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ცხადი იქნება, რომ პოლიტიკურად ხდება ქვეყნის დასჯა და მოლაპარაკებების გახსნის თემა იქნება პოლიტიკურად გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და შევასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)