|
2024-06-04 11:11:46, 290 ნახვა
საზოგადოება
Spotlight Tech 2024-ზე „საქართველოს ბანკის“ იდეათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
1-2 ივნისს თბილისში Spotlight Tech 2024 გაიმართა. ღონისძიებამ ტექნოლოგიური ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანები გააერთიანა და მათ შთამაგონებელი გამოსვლებითა და სხვადასხვა აქტივობით უმასპინძლა. "საქართველოს ბანკმა" კი, როგორც ღონისძიების წარმდგენმა, Spotlight Tech 2024-ის სტუმრებისთვის იდეათონი ჩაატარა. შეჯიბრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 24 საათის განმავლობაში ემუშავათ "საქართველოს ბანკის" მობილბანკის ახალი ფუნქციონალების ან პროდუქტების იდეებზე, რომელიც საბანკო ან არასაბანკო მიმართულებით მომხმარებლის სხვადასხვა საჭიროებას დააკმაყოფილებდა. იდეათონში 150-ზე მეტი გუნდი ჩაერთო, მათგან კი ჟიურიმ 5 გუნდი შეარჩია, რომელთა წევრებმაც იდეები აუდიტორიას გააცნეს. საბოლოოდ, 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, პრიზის სახით კი თითოეულმა "საქართველოს ბანკისგან" 3000 ლარი მიიღო. გამარჯვებული იდეებისა და მონაწილეების სია ასეთია:
გაეცანით მათ იდეებს სრულად ამ ბმულზე. „პირველ რიგში, მოხარული ვართ, გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ Spotlight Tech-ს, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ პლატფორმას ტექ. პროფესიონალებისთვის. "საქართველოს ბანკისთვის" ტექნოლოგიების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ გვიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ ინდუსტრიისთვის თვალსაჩინო ღონისძიების ჩატარებაში. ჩვენი ამოცანაა, ტექნოლოგიებში შეიქმნას და გაფართოვდეს სივრცეები, სადაც პროფესიონალებს შეკრება, აზრის გაზიარება და ახალი იდეების გენერირება შეეძლებათ. სწორედ ამის გამოხატულებაა Spotlight Tech და მის ფარგლებში განხორციელებული საინტერესო ინიციატივა იდეათონის სახით. იდეათონზე ორიგინალური და პრაქტიკული იდეები მოვისმინეთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ Spotlight-ზე კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას შევთავაზებთ ღონისძიების მზარდ აუდიტორიას“, - ამბობს ლუკა ქობალია, "საქართველოს ბანკის" მობილბანკისა და ინტერნეტბანკის გუნდის ლიდერი. ინფორმაციისთვის, Spotlight Tech 2018 წლიდან იმართება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა „გაკვეთილები“ იყო.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)