18:59 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 15:54:52, 419 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ძალიან განსხვავებული ოპოზიციური ამომრჩევლებისთვის დატოვო ერთი არჩევანი, ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს [ვიდეო]

პარტია "ახალის" პოზიცია ერთიან საარჩევნო სიასთან დაკავშირებით - შეიძლება, ასე ემოციურად, თეორიულად კარგად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან განსხვავებული ოპოზიციური ამომრჩევლებისთვის დატოვო ერთი არჩევანი, მე ვშიშობ, რომ ეს დაასხამს ხელისუფლების წისქვილზე წყალს,- ამის შესახებ "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გამსხვილება და შეიქმნას რამდენიმე ოპოზიციური ცენტრი.

"აქვე ვამბობ, რომ მნივნელოვანზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გამსხვილებები, შეიქმნას რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმა. რა სურს "ნაციონალურ მოძრაობას", რა სურთ მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, დათო კეზერაშვილს და ა.შ, ეს არის მათი ლეგიტიმური უფლება. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, ან ნაწილობრივ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც დაეთანხმებიან მათ და იქნებიან თანამშრომლობაში საარჩევნოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან", ჩვენ მიგვაჩნია, რომ სხვაგვარი კონფიგურაციით უნდა წარვსდგეთ",- თქვა ნიკა მელიამ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics