08:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 15:49:57, 364 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - სპეციალური მოწყობილობით შემოწმდა წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა და არსად პრობლემა არ არსებობს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, რაც „სპეციალური მოწყობილობით მისმა დათვალიერებამ დაადასტურა".

როგორც კალაძემ „ფეისბუქში" პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, გუშინ, „შეტბორვა" სეტყვის შედეგად ჩამოყრილი ფოთლების, ტოტების, სხვადასხვა ნივთის მიერ წყლის მიმღები სისტემის ჩაკეტვამ და სანიაღვრე ცხაურების გადავსებამ გამოიწვია.

„გუშინ, სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა კადრები წერეთლის გამზირთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა სპეკულაციები და სიცრუის კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს წერეთლის გამზირზე არ მუშაობს სანიაღვრე სისტემა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა წერეთლის გამზირზე და იმ კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც იყო შეტბორვა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. სეტყვის შედეგად ჩამოყრილი იყო ტოტები, ფოთლები, წყალს გვერდით ქუჩებიდან ჩამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა ნივთი, მაგალითად, იყო ავტომობილის ბამპერი, რომლითაც ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო წყლის მიმღები სისტემა, გადავსებული იყო სანიაღვრე ცხაურები.

სპეციალური მოწყობილობით - რობოტით, რომელიც შევიძინეთ და რომელიც ათვალიერებს სანიაღვრე სისტემებს, დათვალიერებულ იქნა წერეთლის გამზირი და არსად არანაირი პრობლემა არ არასებობს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უამინდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრის პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები.

„რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ და უამინდობამ თბილისის ზოგიერთ რაიონში დააზიანა გზები, დამჭერი კედლები, სხვადასხვა სახის პრობლემა შეუქმნა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს. პროცესში ჩართულია ყველა რაიონული გამგეობა, ჩვენი თანამშრომლებიც ყველგან მივიდნენ, სადაც პრობლემები გამოიკვეთა. დაფიქსირდა ხის წაქცევის შემთხვევები. ამჟამადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სხვადასხვა რაიონში.

მინდა, მოსახლეობამ იცოდეს: ყველგან მივალთ. არ დარჩება არც ერთი პრობლემური ადგილი, სადაც ჩვენი თანამშრომლები არ მივლენ და შესაბამის რეაგირებას არ მოახდენენ. ყველა რაიონს, უბანს, ოჯახს გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ იმ პრობლემების აღმოფხვრაში, რაც უხვმა ნალექმა შეუქმნა. არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ დარჩება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics