|
2024-05-31 10:02:24, 337 ნახვა
საზოგადოება
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს 2 ფაქტი გამოავლინეს
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს 2 ფაქტი გამოავლინეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, სახელმწიფო ტყეში, სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 12 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 3 კუბური მეტრი წაბლის სახეობის სამასალე მერქანი. რაც შეხება კანონდარღვევის მეორე ფაქტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში, ადგილობრივ მკვიდრს უკანონო სახერხი საამქრო საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა განთავსებული. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები იმერეთის სატყეო სამსახურისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ზესტაფონის „საქმიან ეზოში“. ვინაიდან კანონდარღვევის ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. „ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში, რეგულარულად ახორციელებენ მონიტორინგს უკანონო ფაქტების გამოვლენის მიზნით. ბოლო პერიოდში განვაახლეთ ჩვენი ტექნიკური ბაზა. სახელწმიფო ტყეებში განთავსებულია ფოტოხაფანგები, რაც კანონდარღვევის გამოვლენის აპრობირებული და ეფექტიანი საშუალებაა. ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. ნებისმიერ ფაქტზე კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები ტარდება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)