|
2024-05-30 14:45:09, 343 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა
„ღია ბიუჯეტის ინდექსში" მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ქვეყნის რეიტინგმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით, სადაც საქართველომ 21-ე ადგილიდან გადაინაცვლა მე-5 ადგილზე. „ვულოცავ საბიუჯეტო პროცესში მონაწილე ყველა მხარეს ამ წარმატებას. ეს ნიშნავს იმას, რომ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა დგამს სწორ ნაბიჯებს და საჯარო ფინანსების მართვის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით. ბუნებრივია რეფორმები ამ კუთხით კვლავ გაგრძელდება და შესაბამისად პროგრესი მომავალშიც იქნება სახეზე", - აღნიშნა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)