09:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 17:08:55, 269 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სრულად გადაიარაღდა

გაწეული საქმიანობის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტების სიხშირე. 2023 წელს, ტყის დაცვის ფუნქციის გაძლიერების მიზნით, 500-მდე გავზარდეთ ტყის მცველების რაოდენობა სატყეო სააგენტოში. გასულ წელსვე მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებზე, სამასალე ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება-განადგურებაზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია კონტროლისა და ზედამხედველობის შესაძლებლობის გაძლიერება. ამ მიმართულებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სრულად გადაიარაღდა და ინსპექტორები, გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, როგორიცაა დრონები, ფოტოხაფანგები, მცურავი საშუალებები შიდა წყალსატევებზე ბრაკონიერობასთან საბრძოლველად; კატარღა შავი ზღვის აკვატორიაში ინსპექტირებისთვის; სრული ლაბორატორიული აღჭურვილობა შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისათვის და სხვა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რეგულირების ობიექტების ინსპექტირების რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა და 2023 წელს 5400-ს გადააჭარბა.

გარემოსდაცვით სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა და რიგ სამართალდარღვევაზე სანქციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანი პარლამენტში იმიტომ არ მიდის, რომ აშშ-ში გაქცევის გეგმას ამზადებს - გამომძიებელი ჟურნალისტი
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics