09:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 16:39:00, 315 ნახვა

საზოგადოება
შამუგიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა

არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის, აუცილებელია ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შესაბამისი სტანდარტების დანერგვა. DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები საკანონმდებლო დაახლოების მიზნით. აქტიური მუშაობის შედეგად, დღეის მდგომარეობით, 200 ნორმატიული აქტიდან უკვე მიღებული და დაახლოებულია 138  ნორმატიული აქტი, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, წარმატებით მიმდინარეობს და გრძელდება ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ხორციელდება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, მევენახეობისა და მეფუტკრეობის მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების და  ბიოპრეპარატების თანადაფინანსებას.

 „ჩვენ ვეხმარებით მწარმოებლებს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციაში პრიორიტეტულ ბაზრებზე. სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და მხარდაჭერით, 2022-2023 წლებში 80-მდე კომპანიამ  მიიღო მონაწილეობა 14 საერთაშორისო გამოფენაში და საკუთარი პროდუქცია წარადგინა. ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას. ჩვენ გვაქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტები ევროკავშირთან, აშშ-სთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და სხვა არაერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად. ეს პროექტები გვეხმარება როგორც სოფლის მეურნეობის ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანი პარლამენტში იმიტომ არ მიდის, რომ აშშ-ში გაქცევის გეგმას ამზადებს - გამომძიებელი ჟურნალისტი
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics