23:25 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 10:56:13, 382 ნახვა

პოლიტიკა
მელია - რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა საზოგადოების საპროტესტო ტალღა

გუშინ, რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა საზოგადოების ძლიერი საპროტესტო ტალღა, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მელია პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჯერ ბრძოლა არ დასრულებულა, „მთავარი პროცესი ახლა იწყება და დაგვირგვინდება ივანიშვილის დასრულებით - მის რეჟიმს არჩევნებზე უკვე ხალხი დაასანქცირებს“.

„აქამდე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს კომფორტის ზონაში რამდენიმე ფაქტორი ამყოფებდა:

- ხალხი ქუჩაში არ გამოდის.

- ახალგაზრდობას პოლიტიკური პროცესები არ აღელვებს.

- დასავლეთი ჰაეროვანი აღშფოთებით შემოიფარგლება.

ივანიშვილი აქტიურად იყენებდა ამ 3 ფაქტორს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეწეოდა ამ ყველაფრის სტიგმატიზაციასაც.

ამ ყველაფრის ძვალ-რბილში გაჯდომით, ივანიშვილი ხალხს თავზე გვაცვამდა უიმედობის ყულფს და საარჩევნოდ ფეხქვეშაც გამოგვკრავდა ხოლმე.

მაგრამ რუსების დავალების შესრულებისას ისეთ აზარტში შევიდა, რომ თვითონ გამოიცალა მიწა ფეხქვეშ.

პროტესტმა მოიპოვა უნიკალური მხარდაჭერა დასავლეთისგან.

სიტყვა საქმემ შეცვალა, სიტყვიერი აღშფოთება - მოქმედებამ.

ივანიშვილს დღის წესრიგი ხელიდან გაექცა - საზოგადოებას ვეღარ ალაპარაკებს  ცრუ, თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე, სქესის შეცვლასა და მსგავს ცრუ დილემებზე, ყველამ დავინახეთ, სად არის რეალური პრობლემა..

გუშინ რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა - საზოგადოების ძლიერი საპროტესტო ტალღა.

ჯერ არც ბრძოლა დასრულებულა, არც ივანიშვილი, შესაბამისად არც დავმარცხებულვართ და არც საბოლოოდ გაგვიმარჯვია. შუა ბრძოლაში ვართ და შესაბამისად, არც მოდუნების დროა.

მთავარი პროცესი ახლა იწყება და დაგვირგვინდება ივანიშვილის დასრულებით -  მის რეჟიმს არჩევნებზე უკვე ხალხი დაასანქცირებს..“, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics