2024-05-28 10:17:02, 434 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ რაფაჰში საჰაერო თავდასხმაზე - სამწუხაროდ, რაღაც ტრაგიკულად წარიმართა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰზე საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნეთანიაჰუს თქმით, მიუხედავად მოსახლეობის ევაკუაციისა, „სამწუხაროდ, რაღაც ტრაგიკულად წარიმართა“.
„რაფაჰში, ჩვენ უკვე განვახორციელეთ, დაახლოებით, 1 მილიონი არამებრძოლი მცხოვრების ევაკუაცია და მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რომ არ დაშავებულიყვნენ არამებრძოლები, სამწუხაროდ, რაღაც ტრაგიკულად წარიმართა.
ჩვენ ვიკვლევთ მომხდარს და მივიღებთ დასკვნებს, რადგან ეს არის ჩვენი პოლიტიკა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ისრაელის მხრიდან საჰაერო იერიშს რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,