|
2024-05-27 17:25:05, 501 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - შეიკრიბა ყველა „ომის პარტია“ და აქვთ საერთო „ომის ქარტია“
შეიკრიბა ყველა "ომის პარტია" და აქვთ საერთო "ომის ქარტია",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პოლიტიკური პარტიები "ისევ იმ ერთიან ფანჩატურში შეიკრიბნენ, რომელშიც ისინი არაერთხელ იყვნენ". "საერთო ჯამში, ვნახეთ ის, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ ოპოზიციაში არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს. სინამდვილეში, ეს არის ერთი ძალა და სალომე ზურაბიშვილი არის ამ რადიკალური ძალის - "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი და გუშინ ზუსტად ეს ვნახეთ ამ ე.წ. ქარტიის სახით, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ "ომის ქარტია იმიტომ, რომ აქ შეიკრიბა ყველა "ომის პარტია" და აქვთ საერთო "ომის ქარტია". დაანონსეს, რომ იქნება რეპრესიები არჩევნების შემდეგ... საბოლოო ჯამში, ამ ერთობის მიზანი ეს არის, რომ ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ არიან თითქოს ცალ-ცალკე ძალები, შეიკრიბნენ ისევ იმ ერთიან ფაჩანტურში, რომელშიც ისინი არაერთხელ იყვნენ... ამით ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ, ცხადად, ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა იმით, რომ ის მისი პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, მიზნებს, მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს",- თქვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" შესთავაზა. რას გულისხმობს "ქართული ქარტია", შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)