|
2024-05-26 20:07:39, 2295 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ჩიქოვანი: „თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლის მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფარი“
26 მაისს, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. „საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლის მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფარი“, - აღნიშნა მან. მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება საზოგადოდ არის აღიარებული, საქართველოს თავდაცვის ძალები ურთიერთთავსებადობის თვალსაზრისით მოწინავეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის. ეს აღიარება კი, სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი პროფესიონალიზმისა და უდიდესი თავგანწირვის ფასად დაიმსახურეს. ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ვეტერანებს, რომლებიც, მისი განცხადებით, ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ღირსეულად იბრძოდნენ. საკუთარ სიტყვაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს. ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას პატივი მიაგო გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას. მან მადლობა გადაუხადა და პატივისცემა გამოხატა გმირების ოჯახების მიმართ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)